TEKA არის მადრიდის ტისენ-ბორნემისის მუზეუმის გასტრონომიული ტურის სპონსორი. აღნიშნულ მუზეუმში 15-20 საუკუნეების 17 მსოფლიო შედევრი ინახება, მათ შორის რუბენსის, კარავაჯოს, დიურერის, ვან გოგისა და სხვათა ნამუშევრები. მუზეუმის განტრონომიული ტური მოიცავს მასში დაცული ხელოვნების ნიმუშების ისტორიისა და შინაარსის ფართო ფასებისთვის გაცნობას.
2019 წლიდან, TEKA გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ბუენოს აირესის თანამედროვე და კონცეპტუალური ხელოვნების მუზეუმის სპონსორი.
ბრენდი აფინანსებს თანამედროვე არტისტების გამოფენებს, როგორებიც არიან, სერხიო დე ლუფი, ლეა ლუბლინი და სხვ. 2021 წელს, TEKA ალბერტო გრეკოს გამოფენას წარადგენს. კომპანია, ასევე, თანამშრომლობს მუზეუმის ციფრული კონტენტის წარმომადგენლებთან, რომელთა შორისაც 100-ზე მეტი მხატვარი და ხელოვნების აკადემიკოსია ჩართული.
ბარსელონაში, ბორნის რაიონში მდებარე თანამედროვე ხელოვნების ევროპული მუზეუმი, ნამდვილად, არქიტექტურული შედევრია. განთავსებულია გომის სასახლეში და ინახავს თანამედროვე ხელოვნების 320-ზე მეტ ნამუშევარს.
TEKA, როგორც მუზეუმის მთავარი სპონსორი, აქტიურად არის ჩართული ხელოვნების პოპულარიზაციაში და აფინანსებს სხვადასხვა ღონისძიებებს, აქტივობებს, გამოფენებსა და ვორქშოფებს.
მეხიკოს შუაგულში მდებარე ფრანც მაიერის მუზეუმი მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, სადაც განთავსებულია დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლექცია. აღნიშნული კოლექცია მოიცავს 6 საუკუნის შემოქმედებას, ხელოვნებისა და დიზაინის სფეროში.
2021 წლიდან, TEKA უერთდება ორგანიზაციების წრეს, რომელიც მხარს უჭერს ფრანც მაიერის მუზეუმს და ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნების განვითარებას.
დიზაინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, ჩვენთვის პროდუქტის პატარა დეტალიც კი მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული ზრუნვით იქმნება.
ჩვენ ვთანამშრომლობთ დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და მხატვრებთან, იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ დეტალებს შემოქმედებითი, ახალი ინტერპრეტაცია მიეცეს.
იდეა, რომლითაც ეს ნამუშევრები იქმნება, არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის დეკონტექსტუალიზაცია. სწორედ, ამ მიზნით, პროდუქტის შერჩევის საფუძველზე, მხატვარი ხორცს ასხამს ხილულ თუ უხილავ, აბსტრაქტულ იდეებს და ქმნის შემოქმედებითი ინსპირაციის საინტერესო ნიმუშებს.