ჩვენ შესახებ

შექმენით დაუვიწყარი მომენტები

გერმანული ბრენდი, 1924 წლიდან!

TEKA გერმანული ბრენდია, რომელიც 100 წლიანი გამოცდილებით, ინოვაციური ტექნოლოგიებით, ევროპული ხარისხითა და ორიგინალური დიზაინით, სამზარეულო ტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების წარმოებაში, მსოფლიო მასშტაბით, ლიდერის პოზიციაზეა.
ბრენდის ისტორია 1924 წელს, გერმანიაში დაიწყო, როცა ცნობილმა გერმანელმა გამომგონებელმა, კარლ ტილმანმა სამეურნეო ტექნიკის დეტალების საწარმო შექმნა. 1952 წელს ტილმანს პარტნიორად მეცნიერი - ჰელმუტ კლაინი შეუერთდა და შეიქმნა ბრენდი, რომელსაც გვარების ინიციალებით TEKA ეწოდა.
ეს იყო წარმატებული ისტორიის დასაწყისი კომპანიისთვის, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, სამზარეულო ტექნიკის სფეროში, ყველა სიახლის სათავეში იდგა.

დღეს TEKA გიგანტური კორპორაციაა, რომელიც თავისი სამარკო ნიშნის ქვეშ აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Teka, Küppersbusch-ი, Intra, Mofem-ი, Thor-ი და Vitrogar-ი. წარმოდგენილია 120-ზე მეტ ქვეყანაში, ფლობს 25 ქარხანას ევროპასა და ამერიკაში, 57 შვილობილ კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში და ჰყავს 100 მილიონზე მეტი მომხარებელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. TEKA-ს სათავო ოფისი ესპანეთში, მადრიდში მდებარეობს. მისი ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, გერმანელი მეცნიერი, შტეფან ჰოცლია.
TEKA-ს ისტორია საქართველოში 20 წლის წინ დაიწყო. ამჟამად, ბრენდის შოურუმები თბილისსა და ბათუმშია წარმოდენილი.

ჩვენი მთავარი ღირებულებები

ჩვენ თქვენ მხარეს ვართ

TEKA-მ მომხმარებლებთან ურთიერთბის საშუალებად პასუხისმგებლიანი, მკაფიო და გამჭვირვალე დიალოგი აირჩია. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ, ვიცით თქვენი საჭიროებები და გეხმარებით, აღმოაჩინოთ თქვენი ახალი შესაძლებლობები სამზარეულოში.

ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს

ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ ტექნიკა, რომელიც თავისი ფუნქციონალით, სამზარეულოში ადამიანის მაგივრობას გაგიწევთ. სწორედ, ამიტომ ვზრუნავთ, შევქმნათ პროდუქტი, რომელიც ინოვაციური, ორიგინალური დიზაინისა და ფუნქციონალის საუკეთესო ერთიანობა იქნება.

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ალტერნატივას

ჩვენ, გვსურს, ადამიანებში ვიწვევდეთ ემოციებს, ამიტომ, თითოეულ პროდუქტზე მუშაობისას, შთაგონება სწორედ, მომხმარებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვებაა. TEKA ხომ თქვენთვის შექმნილი საუკეთესო ალტერნატივაა.