რა არის და რისთვის გამოიყენება ტეპანიაკი?

ტეპანიაკი გრილზე მომზადების იაპონური ტექნოლოგიაა, რომელიც თავისი ეფექტურობისა და შესაძლებლობების წყალობით, უკვე დიდი ხანია გასცდა აზიის ქვეყნების ფარგლებს და მრავალი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი მნიშნელოვანი ელემენტია. ეს გახლავთ ზედაპირი, რომელზეც მაღალ ტემპერატურაზე, ცხიმის გარეშე ან მხოლოდ რამდენიმე წვეთი ზეთით ამზადებთ ჯანსაღ კერძებს, ცოცხალი გემოთი და არომატით.

შეიქმნა XX საუკუნის შუა წლებში და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცებში.

რატომ არის ტეპანიაკი პოპულარული?

გრილის გამოყენება უცხო არავისთვის არ არის, თუმცა იაპონური ზედაპირები მისგან ნამდვილ ხელოვნებას ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ტეპანიაკი მარტივი კერძებისთვის არის შექმნილი, ძნელია, იპოვოთ შეფ-მზარეული, რომელსაც ამ ტექნოლოგიის საიდუმლოებების დაუფლება სრულყოფილად შეუძლია, ვინაიდან, მარტივ კერძებთან ერთად, ტეპანიაკი კომლექსური რეცეპტების მომზადებასაც მოაზრებს, გემოების ბალანსის ძიებაში.  

რომელი კერძებისთვის არის ტეპანიაკი იდეალური?

ტეპანიაკი იდეალურია მთავარი კერძების მოსამზადებლად, რომელიც, როგორც წესი, თავსდება მაგიდის ცენტრში და ყველა აგემოვნებს. ინგრედიენტები აუცილებლად კარგად უნდა იყოს დაჭრილი, იმისათვის რომ შეიწვას თანაბრად, დაწვის გარეშე.

ტეპანიაკზე მოსამზადებელი ყველაზე გავრცელებული კერძებია: ხბოს ხორცი, ესკალოპები (საქონლის, ღორის ან ცხვრის ხორცისგან სწორ ნაჭრებად დაჭრილი, დაბეჟილი მოგრძო ფორმის ნაწილები) ქათმის ხორცი, კიბორჩხალა, რვაფეხა, კრევეტები და სხვა ზღვის პროდუქტები. გავრცელებული დრესინგია სოიოს სოუსი და სეზამის მარცვლები. ეს გახლავთ ტიპური ინგრედიენტები, თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მოამზადოთ ნებისმიერი კერძი, მათ შორის. ტკბილეულიც.

რა უპირატესობები აქვს ტეპანიაკს?

ჯანსაღი კვება: კერძები მზადდება ცხიმის გარეშე ან სულ რამდენიმე წვეთით. ასეთი რეცეპტების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არაა თქვენი მენიუს ნაწილი, მაგალითად: ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და აღმოაჩინოთ ახალი გემოები – ეს აუმჯობესებს თქვენს დაბალანსებულ და ჯანსაღ კვებას.

გემო: ტეპანიაკზე მომზადებისას კერძი იღებს დელიკატურ, გემრიელ გემოსა და სასიამოვნო ტექსტურას. 

ტეპანიაკის მაქსიმალური ტემპერატურაა 270 C/518 F, რაც საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე წუთში მოამზადოთ იდეალური კერძები, რბილი, წვნიანი შიგთავსითა და ხრაშუნა გარეკანით.