2020-2021 წლებში, გერმანულმა კომპანიამ, TEKA-მ, არსებობის ისტორიაში, ყველაზე მეტი ინოვაციური პროდუქტი შექმნა და საზოგადოებას მუდმივი განახლების, განსაკუთებული იდეებისა და მომხმარებელზე ზრუნვის მაგალითი აჩვენა.
ბრენდმა, რომლის მიზანიც კულინარიაში რევოლუციური სიახლეების შემოტანაა, ინსპირაციად გამოაცხადა სლოგანი «საუკეთესო რესტორანი თქვენი სამზარეულოა» და სწორედ, ამ იდეით შექმნა ყველა ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს, სახლიდან გაუსვლელად, შესანიშნავ კულინარიულ მოგზაურობას ჰპირდება.
SteakMaster - მსოფლიოში ერთადერთი ღუმელი სტეიკის პროფესიონალურად მომზადებისთვის!
ეს გახლავთ ულტრათანამედროვე ღუმელი, რომელიც ექსკლუზიური SteakGrill ტექნოლოგიის წყალობით, 700°C-მდე ცხელდება. ამ ფუნქციის საშუალებით, იდეალური სტეიკის მოსამზადებლად 3-5 წუთია საჭირო.
ღუმელის მენიუში ჩაპროგრამებულია 30 სახეობის სტეიკის მზა რეცეპტი, მომზადებისთვის საჭირო დროითა და ტემპერატურით. თქვენგან, მხოლოდ სასურველი კერძის მონიშვნაა საჭირო.
მომზადების შემდეგ, არ მოგიწევთ ღუმელის გასუფთავება. ამისთვის, TEKA-მ თვითწმენდის ორმაგი სისტემა შექმნა: HydroClean-ი (ორთქლზე თვითწმენდა) ყოველდღიური, სწრაფი წმენდისთვის და Pyrolysis (ცხიმის ფერფლად გადამუშავება) საფუძვლიანი წმენდისთვის.
ინდუქციური ზედაპირი DirectSense – მსოფლიოში ერთადერთი ქურა ბრინჯის მომზადების ავტომატური რეჟიმით!
ინდუქციური ქურა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერი კერძი ინდივიდუალურად შერჩეულ ტემპერატურაზე მოამზადოთ (მართვის პანელში ჩაშენებულია ტემპერატურის მაჩვენებელი). და რაც ყველაზე მთავარია, ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ქურა, რომელიც აღჭურვილია ბრინჯის მომზადების უნიკალური ავტომატური ფუნქციით: ბრინჯის კერძების იდეალურად მომზადება შესაძლებელია თქვენი ჩარევის გარეშე, მხოლოდ ერთი ღილაკით.
MasterSense - ინტელექტის ძალა!
კერძის იდეალურად მომზადებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი ტემპერატურული რეჟიმების შერჩევა და ბალანსია, ამიტომ, TEKA-მ შექმნა ინდუქციური ქურების სერია, რომელზეც ტემპერატურის სენსორების წყალობით, შეძლებთ მის ზუსტ კონტროლსა და მართვას.
ამ სერიის ქურები საუკეთესო შენაძენია დიდი ოჯახისთვის: სპეციალური, XL ზონა (320 მმ დიამეტრით) გაგიადვილებთ დიდი რაოდენობის კერძების მომზადებას მთელი ოჯახისთვის.
სერია HYBRID - გაზისა და ინდუქციური ქურის კომბინაცია საკეთესო შედეგისთვის!
TEKA ქმნის გაზისა და ინდუქციური ქურების კომბინირებულ მოდელებს უნიკალური ფუნქციებით: ExactFlame ფუნქცია გაზის კონფორების სრული კონტროლის საშუალებას გაძლევთ, ინდუქციური ქურების მართვის სენსორული პანელი და განსაკუთრებული რეჟიმები კი (სწრაფი დუღილის, დნობის, სითბოს შენარჩუნების) დაგეხმარებათ, მიიღოთ სრულყოფილი შედეგი მხოლოდ ერთი შეხებით.
სარეცხი მანქანების ახალი ხაზი - დაემშვიდობეთ ალერგიას!
TEKA-ს სარეცხი მანქანების შემდეგ სერიებს: PremiumCare, ExpertCare და HomeCare, მიენიჭა Allergy UK-ის სერტიფიკატი (დიდი ბრიტანეთის ალერგიით დაავადებულ პაციენტთა საქველმოქმედო ორგანიზაცია), რომელიც ადასტურებს, რომ TEKA-ს სარეცხი მანქანები 99,9%-ით ანადგურებს ალერგენებს, ბაქტერიებსა და მტვრის ნაწილაკებს.
ახალი ხაზი აერთიანებს 8 კგ-იან სარეცხ მანქანებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ სარეცხის დაბინძურების დონე და გამოიყენოთ დალაქავებული სარეცხისთვის განკუთვნილი რეცხვის რეჟიმი, იდეალური შედეგისთვის.
ჭურჭლის სარეცხი მანქანების ახალი ხაზი - შექმნილია თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის!
ჭურჭლის სარეცხი მანქანების ახალი ხაზი აღჭურვილია TEKA-ს ექსკლუზიური IonClean ტექნოლოგიით, რომელიც აქრობს უსიამოვნო სუნს და ანადგურებს ბაქტერიების 99%-ს.
გარდა ამისა, ახალი კოლექციის ჭურჭლის სარეცხ მანქანებში შემცირებულია რეცხვის ციკლის დრო (1 საათიანი პროგრამა და ექსპრეს-ფუნქციები).
ღუმელი MASTERPIZZA - პიცის პროფესიონალურად მომზადებისთვის, ქვაზე ცხობის განსაკუთრებული ტექნოლოგიით!
ეს გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი პიცის ღუმელი, რომელიც 340°C-მდე ცხელდება და საშუალებას გაძლევთ, ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცა სულ რაღაც, 3 წუთში მოამზადოთ.
იდეალური პიცის მომზადებაში დაგეხმარებათ ქვაზე ცხობის განსაკუთრებული ტექნოლოგიაც. (ღუმელს მოჰყვება სპეციალური ქვა პიცისთვის (380*330*15 მმ, 3,46 კგ), ხისა და მეტალის კომბინაციით დამზადებული პიცის ასაღები).
ქვის ტექნოლოგია იდეალურია მზა, ახალმოზელილი, თხელი, სტანდარტული და სქელი ცომისთვის; გაყინული ცომისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება კი ქვის გარეშე, ცხობის სხვადასხვა რეჟიმის გამოყენებით არის შესაძლებელი.
ღუმელი AIRFRY - ერთადერთი ღუმელი, რომელშიც ცხიმის გარეშე მოამზადებთ კერძებს!
მსოფლიოში ერთადერთი ღუმელი, რომელშიც ყველასათვის საყვარელ, ხრაშუნა კერძებს ცხიმის გარეშე მოამზადებთ: კარტიფილი ფრი, ქათმის ფრთები, ნაგეთსი, ფილე და სხვ.
AIRFRY ღუმელს მოჰყვება სპეციალური, პერფორირებული ლანგარი: FryMaster-ი, ინოვაციური, პრიალა საფარით, უცხიმოდ მომზადებისთვის.
PURECLEAN - ნიჟარა უნიკალური ზედაპირით!
ეს გახლავთ ექსკლუზიური ტექნოლოგიით შექმნილი ნიჟარა, რომლის ზედაპირიც იხსლეტს წყლის წვეთებს და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, შედეგად თქვენი ნიჟარა ყოველთვის მშრალი და სუფთაა.