TEKA-ს ღუმელების ახალი ხაზი გთავაზობთ თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის მოდელებს. მომზადების მრავალი განსაკუთრებული ფუნქციის გარდა, TEKA-ს ღუმელებს აქვს ენერგომოხმარების დაბალი მაჩვენებელი, უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიური სისტემა და შესრულების მაქსიმალური სიზუსტე. უახლეს მოდელებს აქვს სენსორული პანელი და ციფრული ეკრანი, მრავალფეროვანი მენიუს მართვისთვის.
თვითწმნდის ორმაგი სისტემის წყალობით, ღუმელების წმენდა არასოდეს ყოფილა ასე მარტივი.
Pyrolysis სისტემა (ცხიმის ფერფლად გადაქცევა) საუკეთესოა საფუძვლიანი წმენდისთვის.
Hydroclean სისტემა (TEKA-ს ევოლუციური ტექნოლოგია) – ორთქლზე თვითწმენდა – ყოველდღიური, მარტივი წმენდისთვის.
აირჩიეთ სასურველი, თქვენი საჭიროების მიხედვით.
პატარა და კომპაქტური ღუმელებსაც კი 30%-ით მეტი მოცულობა აქვს.
ახალი, DoubleCook ღუმელების წყალობით, შეგიძლიათ ორი კერძი ერთდროულად მოამზადოთ, გემოსა და სუნის შერევის გარეშე, ორი დამოუკიდებელი განყოფილების წყალობით.
ვინაიდან, დიზაინი ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ღუმელის ყველა ხაზს მოეპოვება შესაფერისი კომპლექტი, მიკროტალღურის, ყავის აპარატისა და ვაკუუმის აპარატის ჩათვლით.