მარტივი საახალწლო დეკორაციები, რომელთა დამზადებაც ღუმელში შეგიძლიათ

ალბათ, იშვიათად გვიფიქრია იმაზე, რამდენად მრავალმხრივია ჩვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და რამდენ საქმეში შეიძლება მათი გამოყენება.

გვინდა, გაგიზიაროთ სხვადასხვა საშობაო დეკორაციების იდეები, რომელთა განხორციელებაშიც საცხობი ღუმელი დაგეხმარებათ. დიახ, ღუმელში, გარდა მრავალფეროვანი საახალწლო კერძებისა და ტკბილეულისა, საინტერესო საშობაო ორნამენტებს, დეკორაციებსა და ნაძვის ხის სათამაშოებსაც კი დაამზადებთ.

პოლიმერული თიხის ნამცხვრები

პოლიმერული თიხა, იგივე  Fimo®, ძალიან პოპულარული მასალაა სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებისთვის, მათ შორის საშობაო ორნამენტების დამზადებისთვის. მისი დამუშავება საკმაოდ მარტივია: უბრალოდ, აირჩევთ სასურველ ფერებს, მისცემთ ფორმას და გასამაგრებლად მოათავსებთ ღუმელში (30 წთ-ის განმავლობაში, 110 °C-ზე). ამ მასალის პოპულარობას მისი მრავალფეროვნებაც განაპიროპებს: შეგიძლიათ სამუშაოდ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი, თუმცა, საახალწლო სუფრისთვის გირჩევთ, ტადიციული საშობაო ფერებზე გაამახვილოთ ყურადღება (წითელი, მწვანე, ოქროსფერი, ყვითელი და 2022 წლის მთავარი ფერი – ლურჯი)

საშობაო ორნამენტები მარილიანი ცომით

დეკორატიული მარილიანი ცომი იდეალური მასალაა ბავშვებთან ერთად საახალწლო ტკბილეულის მოსამზადებლად. 

ცომის მომზადება ძალიან მარტივია: დაგჭირდებათ სულ 3 ინგრედიენტი: ფქვილი, მარილი და წყალი.

 

ინსტრუქცია:

შეურიეთ 2-3 ჭიქა ფქვილი და 1 ჭიქა მარილი დიდ თასში. დაამატეთ წყალი ნელ-ნელა. მიღებული მასა ათქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ცომს, რომელიც თითებს არ ეკვრის. 

 

მასალის მომზადების შემდეგ, მიეცით ცომს სასურველი ფორმები, შეღებეთ სასურველი ფერებით, მოხატეთ და გამოსაშრობად მოათავსეთ ღუმელში 15 წთ-ის განმავლობაში (100 °C). ფიგურების გამოშრობა შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელშიც.

 

რჩევა: თუ ცომი წებოვანია, მოზილეთ თავიდან, 10 წთ-ის განმავლობაში, გადააფარეთ თავზე კულინარიული პარკი, გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ დაიწყეთ ორნამენტების გაკეთება.

პლასტმასის ორნამენტები ღუმელში

კუმშვადი, დეკორატიული პლასტმასი ერთ-ერთი პოპულარული მასალაა ხელნაკეთი ორნამენტების დასამზადებლად. პლასტმასი გაცხელებისას იკუმშება და სქელდება, ამიტომ, ღუმელის დახმარებით, მარტივად შეძლებთ მისგან სხვადასხვა ფორმების გამოყვანას.

 

დეკორატიული პლასტმასი მარტივად მისაწვდომია, მისი შეძენა შეგიძლიათ სხვადასხვა ფერებში, მოხატვა კი უმჯობესია ბოჭკოვანი კალმით, ალკოჰოლის შემცველი მელნით ან ფანქრით (ამ ინფორმაციას იხილავთ შეფუთვის უკანა მხარეს).

 

რჩევა: ნუ ეცდებით რთული ორნამენტების გაკეთებას, რადგან პლასტმასის შეკუმშვისას მცირე დეტალები იკარგება. 

ეს მასალა იდეალურია ნაძვის ხის სათამაშოებისთვის: ვარსკვლავები, ნაძვის ხე, გირლანდი, გასაღები და სხვ.

დაამზადეთ ნაძის ხის ფიგურა

ნაძვის ხის ფიურის დასამზადებლად, უპირველესად, მოხატეთ პლასტმასის ნაჭერზე ნაძვის ხე. (შეგიძლიათ, გამოიყენოთ შაბლონიც).

გაითვალისწინეთ, რომ პლასტმასი იკუმშება, ამიტომ თქვენი შაბლონი უნდა იყოს 3 ჯერ დიდი მაინც, ვიდრე სასურველი საბოლოო შედეგი. 

ნაძვის ხის ფიგურა შეღებეთ, მოხატეთ და ამოჭერით. შემდეგ დააწყვეთ პერგამენტის ქაღალდზე და მოათავსეთ ღუმელში 175 °C-ზე, 3-5 წუთი. 

რჩევა: თუ ღუმელიდან გამოღებისას ორნამენტი ბრტყელი არ იქნება, შეგიძლიათ, ფრთხილად გააბრტყელოთ მანამ, სანამ ცხელია.