სადილის მომზადების, პროდუქტებისა და ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ, საკვები ნარჩენები ხშირად გროვდება და იჭედება ნიჟარაში. ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა უკვე მთელ მსოფლიოში პოპულარული მოწყობილობა – დისპოზერია.
დისპოზერი მონტაჟდება ნიჟარის ქვეშ და ნიჟარაში მოხვედრილ საკვებ ნარჩენებს მთლიანად აქუცმაცებს, დანაწევრებული საკვები კი წყალთან ერთად მარტივად გადადის სადრენაჟე მილში. ნარჩენების ამ ხერხით გადამუშავება თავიდან გარიდებთ მავნე მიკროორგანიზმებისა და უსიამოვნო სუნის გაჩენას მილებში.
𝐓𝐄𝐊𝐀-ს დისპოზერი თავისუფლად ფქვავს თევზის/ქათმის ძვლებს, ხილის კურკებსა და მყარ ნაჭუჭს (კაკლის, ნუშის და ა.შ.). ასე, რომ, შეგიძლიათ, ნებისმიერი პროდუქტი გარეცხოთ და გაასუფთავოთ ისე, რომ არ იდარდოთ ნარჩენების ნიჟარასა და მილში დაცობაზე.
გაითვალისწინეთ: დისპოზერის მუშაობისას, უმჯობესია მოუშვათ ცივი წყალი, ცხიმის გამაგრებისა და მარტივად გადამუშავებისთვის.