სამზარეულოს ნიჟარები მრავალი სხვადასხვა მასალისგან არის დამზადებული, მათი წმენდის წესებიც ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ ბლოგში გასწავლით, როგორ მოუაროთ გრანიტის ნიჟარას ისე, რომ მუდამ ახალივით გამოიყურებოდეს.
TEKA-ს ნიჟარები დამზარებულია ტეგრანიტისგან – ეს გახლავთ TEKA-ს ექსკლუზიური ტექნოლოგიით მიღებული კომპოზიტური მასალა, რომელიც მზადდება კვარცისა (80%) და აკრილის ფისებისგან (20%). მდგრადია სხვადასხვა ზემოქმედების, თერმული დარტყმებისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ.
იმის გამო, რომ ბუნებრივი მასალა უფრო მეტ მოვლას საჭიროებს, ამ მასალის ნიჟარები თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ყოველდღიური თუ ღრმა წმენდა, უარი უნდა თქვათ რკინის უხეშ სახეხზე.
1. ნიჟარის თასი გაწმინდეთ რბილი, სველი ნაჭრით
2. კუთხეებისთვის გამოიყენეთ კბილის ჩოთქი (რბილი)
3. უფრო ღრმა წმენდისთვის, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჩვეულებრივი სარეცხი ღრუბლის მწვანე, შედარებით უხეში მხარე და ზედაპირი წრიული მოძრაობით გაწმინდოთ
ლაქების მოშორება
ღრმად ჩამჯდარი ლაქები შეგიძლიათ მოაშოროთ მათეთრებლით, სპირტით ან უკიდურეს შემთხვევაში, აცეტონით. პროცედურის შემდეგ ზედაპირი გარეცხეთ წყლის დიდი რაოდენობით. კირის ლაქები შეგიძლიათ ძმრით ან ძმარმჟავით მოაშოროთ.
რეკომენდაციები:
1. არ გამოიყენოთ ამიაკი და კაუსტიკური სოდა;
2. ნიჟარაში არ მოათავსოთ გაზიდან ახლად გადმოდგმული ჭურჭელი, რომლის ტემპერატურამაც, შესაძლოა, პირდაპირ ნიჟარაში მიაღწიოს 500°-სს;
3. არ ჩაასხათ ნიჟარაში მდუღარე ზეთი, – ამან, შესაძლოა, სადრენაჟე მილის დეფორმაცია გამოიწვიოს;
4. ნუ დაჭრით პროდუქტებს პირდაპირ ნიჟარაში;
5. არ გამოიყენოთ ძლიერი სარეცხი საშუალებები. შერჩეული სარეცხი საშუალება აუცილებლად თბილ წყალში გააზავეთ
6. ყოველთვის ეცადეთ სისველე ღრუბლით ამოაშროთ. ამით თავიდან აიცილებთ ზედაპირზე გაჩენილ კირის ლაქებს, განსაკუთრებით მუქი ფერის ნიჟარებზე